რუსთავში 12 წლის მოზარდის მკვლელობის დეტალებზე ადგილობრივები საუბრობენ. როგორც “ინფო რუსთავს” მოკლულის ერთ-ერთმა მეზობელმა განუცხადა, მოზარდის ბიძა, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული.
“ფანჯარაში დავინახე პოლიციის მანქანა მოვიდა. ჩამოვედი მეთქი მეზობელს რაღაც მიხმარება უნდა-თქო. დავინახე, რომ ფანჯარაში იდგა ვალერი და ხელები დასისხლიანებული ქონდა. პოლიციები ეუბნებოდნენ ბავშვი რა იქნაო და ბავშვი დავბრიდეო. გაქცევა უნდოდა, მაგრამ პოლიციამ დაიჭირა. ბავშვი ცოცხალ-მკვდარი წაიყვანეს, მაგრამ საავადმყოფოში სანამ მივიდა გარდაიცვალა”, – განუცხადა “ინფო რუსთავს” ადგილობრივმა.
მეზობლების განცხადებით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ქონდა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა მოხდა რუსთავში. მეზობლების ინფორმაციით, 12 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძაა დაკავებული.