მქონდა მოლოდინი, რომ აღარ იქნებოდა საჭირო მეორე შეხვედრა, მაგრამ როგორც ჩანს არის გარკვეული საკითხები რაზეც საჭიროა შეთანხმება, საუბარი, არგუმენტების და პოზიციების გაზიარება.
ვფიქრობ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით. ასევე, საუბარი იქნება გუნდურის წესების თამაშზე, ვფიქრობ ესეც იქნება შედეგიანი. ზოგიერთ ჟურნალისტს მოლოდინი აქვს რომ გუნდში იმაზე ნაკლები გამოვალთ ვიდრე შევალთ (პარტიის ოფისი).
ეს ასე არ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ, თითოეულ გუნდის წევრს აქვს თავისი წილი დამსახურება, ზოგს მეტი ზოგს ნაკლები, მაგრამ მიზანი ერთია, ეს გუნდი არსებობს არა მხოლოდ იმისთვის რომ იყოს გუნდი, არამედ მას აქვს პასუხისმგებლობა ქვეყანაში პროცესებზე აიღოს გააზრებული პასუხისმგებლობა და ქვეყანა წაიყვანოს წინ
დიმიტრი ხუნდაძე