ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, იეჰოვას მოწმეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეზე ძალადობით განხორციელებული
დევნის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ. ი. თბილისში დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ი.-მ თბილისში, პატარიძის ქუჩაზე, იეჰოვას მოწმეს, 1954 წელს დაბადებულ ო. ა.-ს რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით ჩადენილი დევნის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2
ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....