ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სპეცოპერაცია ფონიჭალაში – შსს-მ ნარკორეალიზატორი რუსთავის გზატკეცილზე დააკავა

სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორის დასაკავებლად –

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე 1987 წელს დაბადებული ა.ხ. რუსთავის გზატკეცილზე დააკავა.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ა.ხ..-ს მიერ გაყიდული რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით.

იტვირთბა....