aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია

aviabiletebi
ავიაბილეთები

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

კერძოდ, შეზღუდვა ეხება ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთს.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი თოვა, ქარბუქი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

იტვირთბა....