რუსეთის პარლამეტის ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კლიშასმა სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევროს გადახდის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და სავარაუდოდ, რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
“რუსეთის კანონმდებლობაში გათვალისწინებულია სპეციალური მექანიზმი, რომლის თანახმად, საერთაშორისო სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები შეიძლება არ აღსრულდეს რუსეთის ტერიტორიაზე“.
„აღვნიშნავ, რომ ჩვენ ეს მექანიზმი რამდენჯერმე გამოვიყენეთ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალური ანალიზის შემდეგ შესაძლებელი იქნება საუბარი რუსეთის პოზიციაზე ყველა გარემოების გათვალისწინებით“, – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.
შგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ მოსკოვს, რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.