“ასეთი რამ მე პირველად ვიგრძენი, ჯერ კიდევ, წინა ხელისუფლების დროს, როცა ოჯახურ სივრცეში გაკეთდა ეს ჩანაწერი, მაშინ მე გავიგე, რომ ასეთი ჩანაწერი ჰქონდა ხელისუფლებას, ელექტრონულ ფოსტაზე მომივიდა ეს ჩანაწერი და მე გადავეცი სამართალდამცავებს, უკვე, როცა ხელისუფლება შეიცვალა. სააკაშვილის რეჟიმის დროს ვიცოდით, რომ ყველას თვალთვალი ხდებოდა, მაშინ ვერ გამოიყენეს, შინაარსობრივად არ იყო ღირებული, ეს იყო შანტაჟის და ფსიქოლოგიურად გატეხვის ფორმა, აკვირდებოდნენ, შევიცვლიდი თუ არა პოზიციებს, მაგრამ ,რა თქმა უნდა, არაფერი შემიცვლია, მე უფრო მძიმე რამეები გავიარე იმ პერიოდში. პირველი მცდელობა, ამ ჩანაწერის გავრცელების, მოხდა ჩვენი ხელისუფლების დროს. შემდეგ დააკავეს რამდენიმე ადამიანი, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა ეს, სასამართლო პროცესი ჯერ დასრულებული არ არის და ძირითადი მტკიცებულება დევს იმ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც სასამართლოშია განსახილველად, ახლახან დასრულდა სააპელაციო სასამართლოში განხილვა და არ ვიცი უზენაესში გაგრძელდება თუ არა”
“ქართული ოცნების” წევრი, ეკა ბესელია
ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქცია”