თბილისში, სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში “ღორის გრიპის“ ვირუსით გამოწვეული გართულებებით მოათავსეს და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში განაცხადეს, “ღორის გრიპით“ გარდაცვალების ახალი შემთხვევის შესახებ, რაც ლაბორატორიულად უნდა იყოს დადასტურებული, ამ ეტაპზე არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს
შეგახსენებთ, რომ ლაბორატორიულად დადასტურებული ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით 20 ადამიანია გარდაცვლილი.