“პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუს” დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ მიესალმება თუ კობახიე ბოლომდე ჩაყვება ამ საქმეს, მთავარია არ გადაყვეს
დეპუტატის თქმით, ფარული ჩანაწერებით ბრძოლის მეთოდები დღის წესრიგიდან ამოღებული უნდა იყოს და ამაში ყველანი სოლიდარულნი უნდა იყვნენ.
ფოფხაძის განცხადებით, როცა ადამიანს მსგავსი ფორმებით ებრძვიან, არ შეიძლება მასზე კითხვის ნიშნებით საუბრობდე.
„მივესალმები თუ კობახიძე ბოლომდე ჩაყვება ამ საქმეს, მთავარია არ გადაყვეს. არ შეიძლება შენს კოლეგას ვიღაც ასეთი ფორმებით თავს ესხმოდეს და შენ კითხვის ნიშნებით საუბრობდე საჯარო სივრცეში. მგონი ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ის თემებია, რაშიც სოლიდარულები უნდა ვიყოთ. მიუხედავად განწყობებისა, ერთმნიშვნელოვანი პოზიცია დავაფიქსიროთ. ის მეთოდები, რაც ჩვენ ვნახეთ, პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოღებული უნდა იყოს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.