საპატრულო პოლიციის უფროსის თეიმურაზ კუპატაძის გადადგომის ფაქტს,”მეტრონომთან” საუბარში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე გამოეხმაურა.
მისი თქმით კუპატაძე მოიცილეს, რადგან არაპოპუკარული ადამიანია და ჩაანაცვლებენ ვინმე ახლით.
“კუპატაძე მოხსნენ იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში პოლიციის რეიტინგი საზოგადოების თვალში ძალიან დაქვეითდა. კუპატაძე ასრულებდა პარტიულ შეკვეთებს. განსაკუთრებით ცუდად გამოიჩინა თავი თელავის მისადგომებთნ, როდესაც უკანონოდ აღკვეთა მშვიდობიანი მსვლელობა. მათ მოიცილეს არაპოპუკარული ადამიანი და ჩაანაცვლებენ ვინმე ახლით. სასაზღვრო პოლიციაში კუპატაძე გადამალეს. ერთი გადამალეს მეორეს მოიყვანენ. ძიან ცუდია რომ პოლიცია ხელისუფლების მანიპულაციის მსხვერპლი გახდა” – განაცხადა რომან გოცირიძემ “მეტრონომთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ დღეს საპატრულო პოლიციიის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე თანამდებობიდან გადაგა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კუპატაძემ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გადაინაცვლა.