ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრულო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

საპატრულო პოლიციის უფროსმა, თემურ კუპატაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუტასტურეს.

მათივე განმარტებით, კუპატაძემ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გადაინაცვლა.

რაც შეეხება ვინ დაიკავებს საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას, შსს-ს ინფორმაციით, საზოგადოებისთვის მალე  გახდება ცნობილი

შეაგახსენებთ, რომ კუპატაძე საპატრულო პოლიციის უფროსად 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა.

იტვირთბა....