სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ჩანს როგორ იტაცებს ვლადიკავკაზში ბიჭი გოგოს. კადრში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელიც ხალხმრავალ ადგილზე გოგოს ნაბადს აფარებს და იტაცებს, თუმცა ამ პროცესში სანამ მანქანამდე მიიყვანს ორჯერ უვარდება ხელიდან და თვითონაც ზემოდან ეცემა.
ჩრდილოკავკასიაში ქალის მოტაცების ტრადიცია დღემდე მოქმედებს და ამ გზით ცოლის მოყვანა ხშირად ხდება. მართალია კანონით ქალის მოტაცება დასჯადია და პოლიციისთვის მიმართვის შემთხვევაში გამტაცებელს 15 წლამდე ციხე ელის, მაგრამ როგორც ხედავთ რომ ქალის მოტაცებას საჯაროდაც არ ერიდებიან.