ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. ღორის გრიპით დაავადების ფაქტები გამოვლინდა

ე.წ. ღორის გრიპით დაავადების ფაქტები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე  გამოვლინდა.

ოკუპირებული აფხაზეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში H1N1 ვირუსით დაავადებული სამი პაციენტი მკურნალობს. ამავე ინფორმაციით, გრიპის ვირუსით პაციენტთა მიმართვიანობამ იმატა, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის. „ღორის გრიპით“ დაავადებულთაგან მცირეწლოვანი არც ერთი არ არის. ოკუპირებულ აფხაზეთში ირწმუნებიან, რომ ვირუსთან საბრძოლველად ყველა საჭირო პრეპარატი აქვთ.

იტვირთბა....