ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი: საქართველოში მთავარ გამოწვევად რჩება სიღარიბე

„საქართველოში ჯერ კიდევ მთავარ გამოწვევად რჩება სიღარიბე”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძე ეკონომიკური კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს, შესაძლებელია ქვეყანაში სიღარიბის შემცირება, მაგრამ არა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში საქართველოს ჩაყენება.

“ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც ვახორციელებთ, მოვახერხებთ ქვეყანაში სიღარიბის შემცირებას, მაგრამ ვერასოდეს ჩავაყენებთ საქართველოს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში, თუ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, არ განვახორციელებთ მასშტაბურ ინვესტიციებს განათლების სექტორში და თუ ვერ გავხდით განათლების სექტორს დომინანტს მთელს ეკონომიკაში,“- განაცხადა პრემიერმა კონფერენციაზე – “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს”.

იტვირთბა....