მთავარი ციტატა

ჭიჭინაძე – ქანთარიამ კობახიძე უმრავლესობის სხდომაზე ღირსეულად მიჭირხვნა

“ვიცი, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ნუკრი ქანთარიამ ძალიან ღირსეულად მიჭირხვნა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ეს დამიდასტურა ფოფხაძემაც, გოგიჩაიშვილმაც. ძველი საქციელი გაუხსენეს და კობახიძემ ბოდიში მოუხადა ბესელიას და გეგიძეს. ისე უღირსად მიმართა კობახიძემ კოლეგებს, რომ… კობახიძე ჩემთან მეგობრობის გამო დაემუქრა ადამიანებს და შეურაცხყოფები მიაყენა მათ და მიიღო ის, რაც მიიღო. თავის სტილში ქანთარიამ ირონიული პასუხი გასცა, რაც ადამიანისთვის ძალიან მძიმე მოსასმენია”, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

იტვირთბა....