ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროპულმა საქართველომ, შესაძლოა ,სასამართლოს თემაზე მომუშავე ჯგუფი დატოვოს

„ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განცხადებით, შესაძლოა, პარტიამ სასამართლოს თემაზე მომუშავე ჯგუფი დატოვოს.

კახიძის განმარტებით,  მან შეხვედრაზე ფორმატის ცვლილების თაობაზე კონკრეტული წინადადებები დააყენა, მაგრამ მისი  წინადადებიბი შეხვედრაზე არ დაკმაყოფილდა.

„ევროპულმა საქართველომ“ დააყენა კონკრეტული წინადადება სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. იუსტიციის საბჭოს მთელი შემადგენლობაა წარმოდგენილი. ის პირებიც, ვინც იმ 10 კაციან სიაში იყვნენ, რატომღაც არიან ამ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში. არასამთავრობო სექტორიდან შეხვედრას „მოსამართლეთა ასოციაციის“ სახელით ესწრება ლევან მურუსიძე. ეს არ არის ის ფორმატი, სადაც ჩვენ ვხედავთ აზრს, რომ რაიმე რეალურად განვიხილოთ.

ჩვენ ვთვლით, რომ კეთილსინდისიერების და კვალიფიციურობის შეფასების კონკრეტლი მექანიზმი უნდა ჩაიდოს. ამავე დროს, თუ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომ გასამართლდა სტრასბურგის სასამართლოში და სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება იყო დარღვეული ამ საქმეში, ეს უნდა იყოს დამაბრკოლებელი გარემოება“, – განმარტავს ოთარ კახიძე.

იტვირთბა....