ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვის მოწამვლის ფაქტს სპეციალური კომისია შეისწავლის

საბავშვო ბაღში არსებული სპეციალური დისციპლინური კომისია ბათუმის 31-ე საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვის სადეზინფექციო ხსნარით შესაძლო მოწამვლის ფაქტს  სწავლობს.

როგორც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა მამუკა შამილიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა ზომებს მიიღებს საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია ძიძასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში მისი სამსახურიდან გათავისუფლებაც მოხდება.

რაც შეეხება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მამუკა შამილიშვილის თქმით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მოზარდი საკვებსაც თავისუფლად იღებს. იგი თბილისში, იაშვილის კლინიკაში ორი დღის განმავლობაში ექმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.

 

იტვირთბა....