ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარაში 48 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი H1N1-ის ვირუსი აღმოჩნდა

აჭარაში 48 წლის ქალს, რომელიც გუშინ გარდაიცვალა, ლაბორატორიულად H1N1-ის ვირუსი დაუდგინდა. მას ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა. კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც, შემთხვევა ფატალურად დასრულდა, გვიანი ჰოსპიტალიზაცია იყო.

ამ ეტაპზე H1N1-ის ვირუსით 6 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. რეანიმაციაში მკურნალობას 20-ზე მეტი ადამიანი გადის, თუმცა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობამ იკლო.

 

იტვირთბა....