ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თვითმფრინავის გატაცების მცდელობა მოსკოვის რეისზე (ვიდეო)

რუსეთის ქალაქ სურგუტში თვითმფრინავის გატაცების მცდელობაში ბრალდებულს, 41 წლის პაველ შაპოვალოვს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, შაპოვალოვმა ავიაბილეთი სურგუტი-მოსკოვის რეისზე აიღო და აფრენის შემდეგ პილოტთან შსვლას და თვითმფრინავის გატაცებას ცდილობდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გამტაცებელი ბორტზე საკმაოდ არაადექვატურად იქცეოდა.

“ის ყვიროდა, შეირაღებული ვარო. მთვრალი ნამდვილად არ იყო. მოითხოვდა თვითმფრინავს შეეცვალა კურსი და ავღანეთისკენ გაფრენილიყო” – სააგენტო “რია ნოვოსტის” ბორტგამცილებელმა განუცხადა.

 

იტვირთბა....