მთავარი ციტატა

ინაშვილი – არა ვართ მზად ამ უვადოობისათვის! მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არასწორია!

“იუსტიციის საბჭო დღევანდელი ფორმით დასაშლელი და გასაუქმებელია! იუსტიციის საბჭოს წევრების სრული შემადგენლობა (ცხადია, ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს არ ვგულისხმობ) არა მარტო გამოსაყვანია საბჭოს ფარგლებიდან, არამედ გასაშვებია სახლში. ამ ხალხს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს შეხება სასამართლო სისტემასა და მართლმსაჯულების სფეროსთან! უნდა შეიცვალოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი, რასაც მე საკონსტიტუციო განხილვებისას საჯაროდ ვაპროტესტებდი. არავითარი უვადოდ დანიშვნა! არა ვართ მზად ამ უვადოობისათვის! მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არასწორია!”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი წერს.

იტვირთბა....