ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში სატელეფონო ჯიხური დააზიანეს

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი წითელი სატელეფონო ჯიხური დააზიანეს – მოგლეჯილია ტელეფონის ყურმილი და ჩამსხვრეულია მინები.

ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელები” ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ლონდონისთვის დამახასიათებელი ამ ჯიხურის დადგმაში 2014 წელს მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, რკინის ჯიხური ორიგინალია და იგი რამდენიმე ტონას იწონის.

 

 

იტვირთბა....