ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კალაძის პირადი ზონდერი” – გაერთიანებული ოპოზიცია ჭიდაობის ფედერაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ჭიდაობის ფედერაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

ოპოზიცია ფედერაციის დირექტორის გეგა გეგეშიძის გადადგომას მოითხოვენ. მათი თქმით გეგა გეგეშიძეს და მის “ზონდერებს” ხელისუფლება მფარველობს და სწორედ ამიტომაც ის არ ერიდება ევროპის ჩემპიონების ცემას.

შეგახსენებთ, რომ კადრები სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს სპორტის სასახლეში, “შაბათის კურიერმა” გაავრცელა. ვიდეოს ეთერში გასვლის შემდეგ  სამართალდამცავებმა მოკვლევა დაიწყეს. რამდენიმე დღეა პოლიციაში იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს ვინც ამ ინციდენტის უშუალო თვითმხილველია.

სავარაუდოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხებიან კონფლიქტში მონაწილე მხარეები, რადგან გეგა გეგეშიძემ და ზურაბ დათუნაშვილმა გამომძიებლებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

იტვირთბა....