ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გაღიზიანებული სპორტსმენის მოთხოვნის გამო პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს” – ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გადადგომას არ აპირებს. ევროპის ორგზის ჩემპიონი სპორტსმენის – ზურაბ დათუნაშვილის მოთხოვნას გეგეშიძემ უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ წაგებით გაღიზიანებული სპორტსმენის უსაფუძვლო მოთხოვნის გამო ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას არ უნდა ტოვებდეს.

შეგახასენებთ, რომ გეგეშიძესა და დათუნაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება 11 იანვარს მოხდა, სპორტის სასახლეში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე. გუნდურ ხელჩართულ ჩხუბზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს და წინასწარი ინფორმაციით, გეგა გეგეშიძე დაკითხვაზე დღეს უნდა მივიდეს. ზურაბ დათუნაშვილმა კი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

იტვირთბა....