“კახას სიტყვები არის არაეთიკური? ამის თქმა გსურთ, რომ კახას სიტყვები არის არაეთიკური… ეს კითხვაც კი თქვენს პოლიტიკურ შეფასებას გულისხმობს”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადების შესახებ.
მისივე თქმით, იუმორი ყოველთვის კარგია.
“კახას სიტყვები არის არაეთიკური? ამის თქმა გსურთ, რომ კახას სიტყვები არის არაეთიკური… ეს კითხვაც კი თქვენს პოლიტიკურ შეფასებას გულისხმობს. ყველაზე ცუდი დასამახსოვრებლად რაც ჩვენ უკანასკნელ არჩევნებში გვქონდა, ეს, რა თქმა უნდა, სიძულვილის ენა იყო და ეს მიუღებელია. სამწუხაროდ, ამ სიძულვილის ენის ინიციატორი და წყარო ვინ იყო, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია მათ შორის კახას პოზიცია, ყოველთვის იყო, არის და მუდამ იქნება, რომ ეს არის მიუღებელი. სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების დიდი ნაწილი განაგრძობს იგივე რეჟიმში ცხოვრებას. რატომ? იმიტომ, რომ ეს მათი ცხოვრებისეული ფასეულობაა. ამასთან ერთად არსებობს იუმორი და იუმორი არის ყოველთვის კარგი”, – განაცხადა ბახტაძემ.