ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერის ინფორმაციით, დიდ დიღომში აფეთქების გამო ორი პირია დაკავებულია

საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ  სპეციალურ ბრიფინგზე განაცხდა, რომ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის საქმის გამოძიების ფარგლებში ორი პირია დაკავებული.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მას ორი პირი დაკავების შესახებ ინფორმაცია ბრიფინგის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მიაწოდეს. მამუკა ბახტაძე დეტალებს არ აკონკრეტებს. უცნობია, არიან თუ არა დაკავებული პირები“ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები.

„გაზის გაჟონვას მოჰყვა ნგრევა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. მე გუშინწინვე დავავალე სამართალდამცავ ორგანოებს, რომ უმოკლეს ვადებში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინა ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი, რამდენიმე წუთის უკან მაცნობეს, რომ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება გრძელდება და გარწმუნებთ, რომ ყველა ის პირი, რომელიც იქნება გამოვლენილი ამ ტრაგედიასთან მიმართებაში, რომ მათ ჰქონდათ თავიანთი პროფესიული ქმედებიდან გამომდინარე შეცდომა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშვებულია 6 ადამიანი და მათი მდგომარეობა არაა მძიმე.

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.

თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა. 

იტვირთბა....