aviabiletebi
სპორტი

ვიდეოგამეორების სისტემის შეფასება ლა ლიგაში

aviabiletebi
ავიაბილეთები

მომავალი წლიდან, პრემიერლიგაში, ვიდეოგამეორების სისტემა ამოქმედდება. 2018/19 წლების სეზონის შუაგულში კი, „სქაი სპორტი“ აქვეყნებს სტატიას, რომელშიც განხილულია თუ რა შედეგები მოიტანა ახალი ტექნოლოგიის დანერგვამ ესპანური ფეხბურთის ელიტაში.

ვიდეოგამეორების ტექნოლოგია დიდი დებატების ობიექტი გახდა ბოლო კვირებში. ხსენებულმა სიახლემ სეზონის სტარტზევე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, რასაც რამდენიმე გახმაურებული ინციდენტიც მოჰყვა. თუმცა, დღეისთვის არსებული სტატისტუკური მონაცემებით, აღნიშნული სისტემა დადებითად ფასდება.

ესპანეთის სამსაჯო კომიტეტმა, ახალ ტექნოლოგიაზე საუბრისას, კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ხსენებულმა ნოვაციამ საკმაოდ შეამცირა შეცდომების რაოდენობა, თუმცა შეფასების საერთო კრიტერიუმების პრობლემაც აღიარა.

„საერთო ჯამში, საკმაოდ კმაყოფილები ვართ მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით და ვიდეოგამეორების სისტემის ინტეგრაციით. ფეხბურთის სანახაობრივ მხარეს არანაირი ზიანი მისდგომია და ტექნოლოგიური ჩარევა უარყოფითად არ ასახულა მატჩის დინამიკაზე“ – აღნიშნა სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ველასო კარბალიომ.

არსებული სტატისტიკით, გოლის დასაფიქსირებლად, ტექნოლოგიური მხარდაჭერის გამოყენება 30-ჯერ გახდა საჭირო, აქედან 15-ჯერ გოლი გაუქმდა, 15-ჯერ კი ჩაითვალა; ასევე, ვიდეო რეფერის დახმარებით, 4-ჯერ გააძევეს ფეხბურთელი პირდაპირი წითელი ბარათით, ხოლო 5-მა – თავი დააღწია სასჯელს; საჯარიმოში 397 ინციდენტი მოხდა, ამათგან 56 შემთხვევაში პენალტი დაინიშნა, 26 შეცდომა დაფიქსირდა, 19 მათგანი კი ვიდეო მსაჯების დახმარებით შესწორდა;

„ჩვენი მიზანია შეცდომების ნულამდე დაყვანა და ამისთვის მსაჯებსაც და ვიდეო ასისტენტებსაც მოუწევთ მუშაობის გაგრძელება.“ – ველასკო კარბალიო.

ვიდეოგამეორების სისტემას, თავიდან, ყველა დადებითად შეხვდა, მაგრამ ამას რამდენიმე საკამათო ეპიზოდი მოჰყვა, მაგალითად, რეალის მატჩში სოსიედადთან, რომელიც სამეფო კლუბმა 2-0 დათმო; ასევე, ატლეტიკოს მატჩში ლევანტესთან, სადაც მადრიდელებმა 1-0 იმარჯვეს; ვიდეო მსაჯების ჩარევის დამსახურებით, რეალს პენალტი არ დაუნიშნეს, ხოლო ლევანტეს ფეხბურთელების მოთხოვნა, ის მომენტი განეხილათ, სადაც მათ წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, უშედეგოდ დასრულდა.

ვიდეოგამეორების სისტემის ხელმძღვანელი, კარლოს კლოს გომესი აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიური დახმარება მხოლოდ მაშინ უნდა იქნას გამოყენებული, როცა მსაჯი აშკარა შეცდომას უშვებს, ხოლო როცა მას ეჭვი ეპარება თავის გადაწყვეტილებაში, ისე უნდა მოიქცეს, თითქოს ვიდეო მსაჯები საერთოდ არ არსებობენ. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება მთავარ მსაჯს ეკუთვნის და მისი შეცდომა არ უნდა აღიქმებოდეს ვიდეო მსაჯების მინუსად.

კლოს გომესი პოზიტიურად აფასებს ტექნოლოგიურ სიახლეს ესპანეთში და იმედოვნებს, რომ მუშაობის გაგრძელება უკეთესი შედეგების მომტანი იქნება.

 

 

 

იტვირთბა....