ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერიამ, აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები, ვინც დედაქალაქის მერიას მიმართა, დროებითი თავშესაფრითა და საკვებით ყველა უზრუნველყოფილია. მერიას 31-მა ადამიანმა მიმართა.

ელოშვილის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან პირადი ნივთები სულ 46-მა დაზარალებულმა  გაიტანა.

„ამ დროისთვის დაზარალებულებიდან ვინც მოგვმართა, ყველა გადაყვანილია სასტუმროებში  და უზრუნველყოფილია საკვებითა თუ სხვა საჭიროებებით. ასეთი არის სულ 27 ადამიანი. დაზარალებულები 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სასტუმროებში გამგეობის თანამშრომლები მორიგეობენ“, – განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშვებულია 6 ადამიანი და მათი მდგომარეობა არაა მძიმე.

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.

თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა. 

იტვირთბა....