ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას, სათანადოდ ვუპასუხებთ” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 2018 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო-ს აქტოვობის გაზრდასა და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას მოსკოვი სათანადოდ უპასუხებს

სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი აშშ-სთან და ევროკავშირთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენით კვლავ დაინტერესებულია, თუმცა ეს თანაბარი უფლებებისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინების პრინციპით უნდა მოხდეს.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმების შენარჩუნება სურს და იმედოვნებს, რომ ევროპა საკუთარ კონტრიბუციას უზრუნველყოფს.

იტვირთბა....