თბილისში „ქარშეარინგის“ პროექტის დანერგვის ინიციატივით ქალაქის მერი, კახა კალაძე გამოდის. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული ავტომობილებით ისარგებლოს.
„გარკვეულ თანხას იხსდის და შეუძლია, იმ ავტომობილით რამდენი ხანიც მოესურვება ისარგებლოს […] თითოეულ თბილისელს, ვინც დარეგისტრირდება ამ პროგრამაში, გადმოიწერს აპლიკაციას, ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ამ ავტომობილებით. რაც მთავარია, ფასი ამ ავტომობილებით სარგებლბის იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი” – განაცხადა კალაძემ.
მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე დედაქალაქში 300 ელექტრო ავტომობილს ჩამოიყვანენ.
თბილისის მერის თქმით, პროექტთან დაკავშირებით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ესაუბრა და გამოჩნდა ერთი ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც დაინტერესება გამოხატა.
„ამ პროეტის განხორციელებით უახლოეს მოამვალში წარმოგვიდგენენ პრეზენტაციას, რომელიც კონკრეტულად ამ პროექტს ეხება“ – თქვა კალაძემ.