ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ექსპერტთა მისია საქართველოზე მუშაობას დღეს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეუთო/ოდირი ავრცელებს.
საქართველოზე ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ექსპერტთა მისია დღეს იწყებს მუშაობას,” – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24-მა ქვეყანამ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ექსპერტული მისია შეიქმნას.
ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ “სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ” ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.

