ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კობახიძეს არ აქვს უფლება, მოსამართლეებთან დაკავშირებულ სამუშაოებში ჩემი მონაწილეობის საკითხი სამსჯელო გახადოს” – ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს არ აქვს უფლება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობასთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატებში მისი მონაწილეობის საკითხი სამსჯელო გახადოს.

ბესელიას თქმით, მას ვერავინ აუკრძალავს მონაწილეობას ამ ან სხვა სამუშაო ფორმატში, რომელიც მართლმსაჯულების საკითხებს შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„სამუშაო ჯგუფი, რომელზეც ირაკლი კობახიძე საუბრობს, ჩემი ინიციატივით შეიქმნა 2017 წელს სწორედ სასამართლო რეფორმის გაგრძელების მიზნით, იუსტიციის მინისტრთან კოორდინაციიით. რეფორმის გეგმაც დამტკიცებულია და მონაწილეებიც. ეს ფორმატი საერთაშორისო პარტნიორებმა ევროპის საბჭომ, ევროკავშირმა, აშშ-ს მთავრობის პროექტმა USAID-მა და საელჩომ მოიწონა და მხარს უჭერენ მის მუშაობას. ამ ფორმატის გაძღოლა გასულ წელს ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა თუმცა ფორმატი არ შეცვლილა და არც მონაწილეები. ახლა მოვისმინე ირაკლი კობახიძის განცხადება თურმე უნდა იმსჯელოს ჩემს მონაწილეობაზე ამ ფორმატში. რას ნიშნავს უნდა იმსჯელოს? ფიქრობს, რომ ამ ფორმატში ეკა ბესელია არ უნდა იყოს? განმარტება გააკეთოს და დააზუსტოს ვისთან იმსჯელოს? მე ვარ ამ ფორმატის შემქმნელი და ვაგრძელებ მუშაობას. მას არა აქვს უფლება ჩემი მონაწილეობის საკითხი გახადოს სამსჯელო. კონსტრუქციულობისკენ მოვუწოდებ მას. ამ პროცესს კიდევ მეტად დაძაბვა აღარ ჭირდება. მე ვერავინ ამიკრძალავს ამ ან სხვა ფორმატში ვიმუშაო მართლმსაჯულების რეფორმაზე“, – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის,  ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრიტერიუმების შემუშავებასთან დაკავშირებით დღის წესრიგი უკვე დაანონსებულია.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა

იტვირთბა....