“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის განხილვა რომ შეჩერდა და ჩვენ უფრო მეტი დრო ავიღეთ, რათა ეს პროცესი უფრო გამჭვირვალედ წარვმართოთ, მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურებაა, რომლის სათავეში ბიძინა ივანიშვილი დგას, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და სხვა ლიდერები.
თუ რა მოხდა სინამდვილეში, ამაზე ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია რა არის, ბატონმა ბიძინამ თავის განცხადებაში აქცენტი საკმაოდ დეტალურად გააკეთა. ამიტომ, არ იქნება მართებული, ამ განცხადების მიღმა კიდევ რაღაც შეთქმულების თეორიებზე ვისაუბროთ. ბიძინა ივანიშვილის პოზიცია მის განცხადებაში ძალიან ნათლად იყო გამოხატული“, – განაცხადა სოფო კილაძემ.