aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს არის ჩვენი სახელმწიფო დროშა და მას უნდა ვცეთ პატივი” – ზურაბიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მინდა ყველას მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე. სახელმწიფო დროშის დღე, რომელიც აქ აღინიშნება იმით, რომ პირველად ორბელიანის სასახლეზე აღიმართება სახელმწიფო დროშა. ამით ვარ ძალიან ბედნიერი და ამაყი.

სახელმწიფო დროშა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და მე ვარ ასევე ძალიან ბედნიერი, რომ ამაზე საუბარი მიწევს ახალგაზრდებთან, რამეთუ ეს დროშა არის თქვენი მომავლის დროშა. ეს არის ჩვენი ისტორიული დროშა და რომელიც სახელმწიფოსთვის, ერისთვის არის მისი მთელი ისტორიის ამსახველი. ჩვენ ვიცით, რომ არაერთი დროშის ქვეშ იბრძოდნენ ქართველები. პირადად მე გავიზარდე სამფეროვანი დროშის ქვეშ უცხოეთში, როცა მას არ ჰქონდა ის სახელმწიფო დროშის დატვირთვა და ვოცნებობდით, რომ საქართველოს ექნებოდა სახელმწიფო დროშა.

დღეს, ეს დროშა არის ჩვენი სახელმწიფო დროშა. მას უნდა პატივი ვცეთ და დროში პატივის ცემა, ეს არ არის მხოლოდ დროში პატივის ცემა, ეს არის ჩვენი ქვეყნის პატივისცემა, მისი კულტურის, იდენტობის. სადაც არ უნდა იყოთ მომავალში ამ დროშის ქვეშ უნდა ჩათვალოთ, რომ ხართ საქართველოს ელჩები. უნდა მოიქცეთ ისე, როგორც ამ დროშას შეეფერება.

ამ დროშას იცავენ ჩვენი ჯარისკაცები აქ და ქვეყნის გარეთ. ამ დროშას იცავენ ჩვენი მესაზღვრეები, ის ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზზე. მას პატივს სცემენ ჩვენი სპორტსმენები, ამ დროშის ქვეშ დაგვაქვს ჩვენი კულტურა, რომელიც არის ჩვენი საგანძური და რომელსაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ, არანაკლებად ვიდრე დროშას. ამ დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება და ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის არის ღირებული” – სალომე ზურაბიშვილი.

იტვირთბა....