ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

“თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 15 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

“გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ლიბანის და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, III, IIIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის, თელეთის და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის, აბაშიძის და იმედაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კალისტრატე ქუთათელაძის, იოველ ქუთათელაძის, მიხეილ თამარაშვილის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მოთხოვნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....