ახალი ამბები მთავარი

წითელაშვილი პრემიერის მილოცვაზე – ალბათ, ქვეყნის წინაშე ჩემს დამსახურებას გადახედა

„ალბათ, გადახედა ჩემს წარსულს, ჩემს დამსახურებებს ჩემი ქვეყნის წინაშე. აფხაზეთი-სამაჩაბლოს ბრძოლასთან დაკავშირებით და ის, რაც შეიარაღებულ ძალებში გამიკეთებია და დამინერგია. ყოველ წელიწადს მომდის მოლოცვები, როგორც ვეტერანს მომილოცა კვირიკაშვილმა შარშან და სა​ჩუქრებიც კი მივიღეთ, ერთი ბოთლი კონიაკი იყო და ერთი ბოთლი ღვინო,“- ასე ეხმაურება  ტრისტან წითელაშვილი “რუსთავი 2-თან” საუბრისას პრემიერ მამუკა ბახტაძის მიერ საახალწლო მილოცვას.

შეგახსენებთ, რომ ტრისტან წითელაშვილი ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული. მას ბრალად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დრის რუსეთის ჯაშუშობა და მტრისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ედებოდა.

2013 წელს “ქართულმა ოცნებამ” წითელაშვილი პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა.

იტვირთბა....