ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

წალენჯიხის სოფელ ფახულანის მკვიდრი 19 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა თბილისში მოხდა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

სოფლის რწმუნებულმა ჯონი გოგოხიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მან სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა.

„დამ ნახა. ვახშმობის შემდეგ ჩასძინებია. ბიჭი გავიდა მეორე ოთახში და სკაკალკის (სახტუნაოს“ თოკით ჩამოიხრჩო თავი“, – გვითხრა სოფლის რწმუნებულმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....