საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, პროცესებს აკვირდება და უახლოეს მომავალში საზოგადოებას ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს დეტალურად გასცემს.
მისი განმარტებით, განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგან გუნდში მიმდინარე პროცესები და გუნდის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია.
„პროცესებს ვაკვირდები და უახლოეს მომავალში საზოგადოებას ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს დეტალურად გავცემ. რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორც გუნდის გადაწყვეტილება. შესაბამისად, გუნდურობას არ დავარღვევ და წინასწარ რაღაც განცხადებას არ გავაკეთებ. ეს მიმდინარე პროცესია. შესაბამისად, არც დღეს და არც გუშინ არაფერი არ გადაწყვეტილა. ჩემთვის გუნდის გადაწყვეტილებაა მნიშვნელოვანი. მე მესმის საზოგადოებას ძალიან მაღალი ინტერესი აქვს. გუნდში ცოცხალი პროცესია. გუნდის გადაწყვეტილებას დაველოდები. მერე ყველაფერზე პასუხს დეტალურად გაგცემთ. ვიდრე სანამ გუნდი გადაწყვეტილებას არ მიიღებს და პროცესი საბოლოოდ არ ჩამოყალიბდება, მანამდე მე განმარტებებს არ გავაკეთებ. ეს პროცესი აუცილებლად გამჭვირვალედ წარიმართება. რაც შეეხება სასამართლოს საკითხებს, თქვენ ნახეთ, რომ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააკეთა, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა. ეს პროცესები აუცილებლად გამჭვირვალე იქნება და საზოგადოების მოთხოვნების დაკმაყოფილებით“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 27 დეკემბერს, ვანო ზარდიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა.

