ახალი ამბები მთავარი

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთ ღამეში სამი ხანძარი მოხდა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში, სოფელ საკირეში მომხდარი ხანძრის შედეგად 52 წლის მამაკაცი დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

“ხანძარი მოხდა დაახლოებით 02:00 საათზე. ცეცხლი სოფელ საკირეში მდებარე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. 52 წლის მამაკაცი დაიღუპა ხანძრის შედეგად მიღებული დამწვრობებისგან. ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტრო გაყვანილობის სისტემიდან გაჩნდა”, – აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ ზნაურის რაიონში 14 იანვარს ხანძრის სამი კერა დაფიქსირდა.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....