სოციალური ქსელი ციტატა

ნათელაშვილი კალაძეზე – ცილისწამების წინააღმდეგ იბრძვის ეს თხაწვერა

“ცილისწამების წინააღმდეგ იბრძვის ეს თხაწვერა, რომლმაც 2007 წლის ნოემბერში,მილანიდან რუსთავი2-ის პირდაპირი ეთერით, საპროტესტო აქციის ასიათასობით მონაწილეს გვიწოდა რუსეთის აგენტები, რათა ესიამოვნებინა მაშინდელი რეჟიმისათვის და უფასოდ დაეთრია მილიარდიანი 80 ჰექტარიც არსენალთან თბილისში”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი თბილისის მერის განცხადებას ცილისწამებასთან დაკავშირებით.

კალაძის განცხადებით, ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შესაძლო შეტანას მიესალმება. 

იტვირთბა....