ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკუჩავა “გაერთიანებული ოპოზიციის” აქციებზე – სიტყვა “უწყვეტი” არ მახსოვს

უწყვეტი აქცია რომ იყო დაგეგმილი, თან ამ სიტყვით, სად ამოიკითხეთ ციტატა რომ მითხრათ? უწყვეტი სიტყვა ნამდვილად არ მახსოვს, – ამის შესახებ “მეტრონომს” “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიცია ყველა ლეგიტიმურ გზას გამოიყენებს, რათა ბიძინა ივანიშვილი უმოკლეს ვადაში ჩამოაშორონ ხელისუფლებას.

“ჩვენი გეგმა არის შემდეგში, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში შევცვალოთ ხელისუფლება. ამისთვის აბსოლუტურად ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ. იქნება ეს “გაერთიანებული ოპოზიციის” ფარგლებში აქციების გამართვა, საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება, ხელმოწერების შეგროვება, კანონპროექტებზე მუშაობა, სხვადასხვა პარტიებთან ერთდ სამომავლო მთავრობის ფორმირებაზე მუშაობა, კიდევ უფრო გამსხვილება ოპოზიციის და ა.შ. აბსოლუტურად, ყველა მიმართულებით გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ივანიშვილი მმართველობას ჩამოვაშროთ. ესაა ჩვენი გეგმა. კონკრეტულად რა სახეს მიიღებს ეს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება”, – აცხადებს ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ “გაერთიანებული ოპოზიციის” ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 17 დეკემბერს განაცხადა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, კომისიების თავიდან დაკომპლექტებასა და არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით იწყებდნენ აქციებს, რომელიც არც ერთი დღე არ შეწყდებოდა.

თუმცა, აქციები რამოდენიმე დღის შემდეგ შეწყდა.

იტვირთბა....