ცილისწამების შესახებ კანონზე საპარლამემტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე საუბრობს.
თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ცილისწამების შესახებ კანონზე საუბრის დაწყება საფუძველს მოკლებული არ არის.
„რაც შეეხება საკანონმდებლო რეგულაციებს, ჯერ ძალიან ადრეა კონკრეტულ რეგულაციაზე საუბარი, მაგრამ მე მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ საფრანგეთმა მიიღო ახალი კანონი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე. ჩვენ დეტალურად გავეცნობით ამ კანონს, სავარაუდოდ, გვექნება სამუშაო შეხვედრები მათ ავტორებთანაც და ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ის გადაწყვეტილებები, რომელიც მომავალში შესაძლოა იყოს მიღებული, იქნება განხილული იმ ჭრილში, რომ გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დარჩეს მაღალ სტანდარტზე, როგორიც იყო აქამდე” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „რუსთვი 2-თან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს ცილისწამების აკრძალვის შესახებ ინიციატივაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა.