ძველით ახალ წელს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გხარია, საოკუპაციო ხაზთან შეხვდა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა განმუხურის საგუშაგოზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
განმუხურის გარდა, შინაგან საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან, რუხში, ხურჩასა და ფახულანში განლაგებულ რამდენიმე საგუშაგოს, ასევე ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია.