„მე დღეს აღარ ვარ პოლიტიკური პერსონა, არც ოპოზიციაში, არც პოზიციაში, ჩემგან მიუღებელი იქნება, რომელიმე მოსამართლეზე გამოვთქვა ჩემი პირადი პოზიცია, რომელიც თქვენ შეიძლება იცით და ბევრმა სხვა საზოგადოებაში. როგორც პრეზიდენტს არ მაქვს რომელიმე მოსამართლის მიმართ პოზიცია, არც იმის მიმართ, როგორ უნდა შეიქმნას სია, რომელიც შეადგენს ხვალ უზენაეს სასამართლოს. ერთადერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ რაც ეხება უზენაეს სასამართლოს, ეხება სასამართლოს მიმართ ნდობას და ნდობის ყველაზე მაღალ ხარისხს, ამდენად მოითხოვს ყველაზე ფრთხილ პროცედურებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იტვირთბა....

