aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბიშვილი პრეზიდენტის ხელფასზე უარს ამბობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ხელფასზე უარს ამბობს.

“ვინაიდან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უკვე გაუქმდა, მე გადავწყვიტე, მოვნახო ფორმები ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობის. მე მგონი, ეს აუცილებელია. პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების – ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამ იურიდიულ ფორმაზე, რომ კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი ჩემი ეგიდით და საზოგადოების წარმომადგენლების დახმარებით. სადაც პირველ რიგში მე და იმედი მაქვს, სხვებიც მომყვებიან, გადავრიცხავ ჩემს ხელფასს. რამეთუ მე ვიღებ საფრანგეთიდან ჩემს დაგროვილ პენსიას, რაც მეყოფა სრულებით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....