aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცქიტიშვილი – ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან ნაკლებად მნიშვნელოვანია

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტი თავისი  პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან ნაკლებად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა “რუსთავი 2-თან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე, სწორედ პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირება განიხილება. თუმცა მისივე თქმით, გუნდში ჯერ კიდევ არსებობს პოზიციების დაახლოების რესურსი.

“შემადგენლობა პროცედურულად შეიძლება დარჩეს და ამას ვუყაროთ კენჭი, ან ახალი სია წარმოადგინონ ეს ცალკე საკითხია. მე ვფიქრობ რომ ძალიან სწორი პროცესი წარიმართა პარლამენტში. ეს არის საპარლამენტო პროცესი  და პარლამენტმა უნდა მიიღოს  გადაწყვეტილება. პარლამენტი თავისი  პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან ნაკლებად მნიშვნელოვანია,”-განაცხადა ცქიტიშვილმა.

დაპირისპირება მმართველ გუნდში უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა გამო დეკემბრის ბოლოს დაიწყო. პროტესტის ნიშნად, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით ფოფხაძის არჩევისას რეგლამენტი დაირღვა, რის გამოც ის ამ თანამდებობას ვერ დაიკავებს.

ამავდროულად, გუშინ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ეკა ბესელია გააკრიტიკა.

იტვირთბა....