მთავარი სოციალური ქსელი

მეთოფიშვილი – ნაზიბროლა ჯანეზაშვილს რომ ეკითხებიან ვინ არის კლანი, ვერ პასუხობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას ეხმაურება.

“ამ ადამიანის არაკომპეტენტურობისა და კვალიფიკაციის დაბალი დონის გამო, გადავწყვიტე მის პოპულისტურ და არაკომპეტენტურ განცხადებებზე კომენტარი აღარ გავაკეთო. მაგრამ ამ განცხადებით იმდენად გამახალისა და იმდენი ვიცინე, რომ ვაკეთებ გამონაკლისს.

ნაზიბროლა ჯანეზაშვილი აცხადებს:
– “მა ვარ ადამიანი, რომელსაც გარეთ გამოაქვს ის პრობლემები რომელიც აქ არის”
– “… ვარ საბჭოს წევრი, ვარ გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი პირი”
– “კრიტიკოსი ნაკლებად, მაგრამ უფრო ვარ ადამიანი, რომელიც შიგნიდან საუბრობს პრობლემებზე”

..აღარ შემოძლია…

პირზე აკერია მხოლოდ ერთი სიტყვა – კლანი.
რომ ეკითხები რას ნიშნავს ეს კლანი და ვინ არიან – ვერ პასუხობს.

ვინმეს ახსოვს, რომ მას სასამართლოში რეალურად არსებულ რომელიმე პრობლემაზე ან გარეთ ან შიგნით ესაუბრა???

სასამართლოში არსებული რეალური პრობლემების მოგვარების მიზნით საბჭო გადაწყვეტილებებს რომ ღებულობს, ერთხელ მაინც მან ამ გადაწყვეტილებების მიღებაში მიიღო მონაწილეობა??? ვინმეს ახსოვს ასეთი შემთხვევა???

სასამართლოში არსებული რეალური პრობლემების მოგვარების მიზნით მიღებელ გადაწყვეტილებებში, მისგან ხელშეშლის გარდა, რაიმე სხვა ვინმეს ახსოვს???

ჯანეზაშვილის განცხადებით, ის არის ადამიანი, რომელსაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული პრობლემები გარეთ გამოაქვს.

“მოკლედ, რომ ვთქვათ – ნაზიბროლა ჯანეზაშვილი იყო “მოსამართლეთა ასოციაცია ერთობის” დირექტორი. როდესაც მოსამართლეებმა რეალურად გაიგეს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის რეალური მიზნების შესახებ, უკლებლივ ყველამ დატოვა ეს ორგანიზაცია და ისიც ბუნებრივია დაიშალა. სამწუხაროა, მაგრამ ეს ფაქტია – შინაგანად ნაზიბროლა ჯანეზაშვილი ისევ იმ “ერთობის” დირექტორად დარჩა და იგივე მიზნები აქვს!”, – წერს მეთოფიშვილი.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც გარეთ გამოაქვს ის პრობლემები რომელიც აქ არის. თუნდაც ის, რომ არ გაგვაცნეს დღის წესრიგი და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იქნებოდნენ კანდიდატურები. ამიტომ, კრიტიკოსი ნაკლებად, მაგრამ უფრო ვარ ადამიანი, რომელიც შიგნიდან საუბრობს პრობლემებზე და საბჭოს მოუწოდებს ჯანსაღი გადაწყვეტილებები მიიღოს”, – აცხადებს ჯანეზაშვილი.

იტვირთბა....