იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი სოციალურ ქსელშ წერს, რომ გედევან ფოფხაძეს, ეკა ბესელიასა და მათ თანამოაზრეებს ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობა არ აინტერესებთ.
“მგონი ბოლომდე მოიხსნეს ნიღბები ფოფხაძემ და მისმა თანამოაზრე პოლიტიკოსებმა!!!
მეგობრებო, ნახეთ რას ამბობს ფოფხაძე (9 წთ-ზე და 40 წმ-ზე) !!!
აღარც კი მალავს, რომ მას და მის თანამოაზრე პოლიტიკოსებს ჰქონდათ გეგმა, რომლის მიხედვით იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე უნდა დაწესებულიყო პოლიტიკური კონტროლი!!!
მეტი რა უნდა თქვან და გააკეთონ იმისათვის, რომ საზოგადოება დარწმუნდეს, რომ ბესელიას, ფოფხაძეს და მათ თანამოაზრე პოლიტიკოსებს რეალურად არ აინტერესებთ ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობა! არ აინტერესებთ თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკა! არ აინტერესებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები! არ აინტერესებთ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია! არ აინტერესებთ ხელისუფლების დანაწილების პრონციპი!
მათ მხოლოდ ერთი მიზანი აინტერესებთ – სასამართლო სისტემაში გავლენების მოპოვება და სასამართლოს მათდამი ლოიალურად განწყობილი და მორჩილი კადრებით დაკომპლექტება!
ამას სასამართლო სისტემა უცხოელ პარტნიორებთან ერთად არ დაუშვებს!”, – წერს მეთოფიშვილი.
ეს სტატუსი მეთოფიშვილმა უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადების საპასუხოდ დაწერა. კერძდ, ფოფხაძემ გადაცემაში “ბარიერი” განაცხადა, რომ ის, ეკა ბესელია, ზაქარია ქუცნაშვილი, “თავისუფალი დემოკრატები” ამბობდნენ, რომ სასამართლო რეფორმა უნდა დაწყებულიყო მხოლოდ მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე პოზიტიური პოლიტიკური კონტროლი განხორციელდებოდა.

