ანსამბლ “ვია 75-ის” წევრი უჩა კორძაია გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია მსახიობმა თემურ გვილიამ გაავრცელა.
უჩა კორძაიას გარდაცვალება “რეიტინგს” მისმა მეგობარმა, ცნობილმა ქირურგმა ციცინო შურღაიამ დაუდასტურა.
– ახლა მივდივართ საავადმყოფოში, უჩას არ უყვარდა საკუთარ ავადმყოფობაზე საუბარი, მას ჰქონდა ლიმფომა. ოთხი წლის შემდეგ სამწუხაროდ რეციდივი განუვითარდა და დაიღუპა. კლინიკაში იწვა, მისი შვილიც ჩამოვიდა მოსკოვიდან და მივდივართ კლინიკაში.

