მოძრაობა “სამოქალაქო თანასწორობის” ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი სოციალურ ქსელში “თიბისი” ბანკის საქმეს ეხმაურება.
“ივანიშვილის პირად ახირებებს და ხუშტურებს ეწირება ეს ქვეყანა. თიბისი ბანკის წინააღმდეგ საქმის აღძვრა და პროკურატურის ბანკში შესვლა ათი წლის წინანდელი საქმის გამოძიების მოტივით რა თქმა უნდა არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის პირადი ანგარიშების გასწორების მცდელობა მამუკა ხაზარაძისადმი. ფარცხალაძის ხელის დამფარებლის შეტევა ყველაზე გამართული ფინანსური სტრუქტურისადმი არის უზარმაზარი რისკების შემცველი. არ ვარ და არც ვაპირებ ბანკების ადვოკატობას, მაგრამ პირადი წყენებით ნაკარნახევმა ასეთი შეტევებმა ფინანსური ინსტიტუციისადმი შესაძლოა ბოლომდე ჩამოშალოს ეს ქვეყანა. ამ საფრთხის დანახვა არის ძალიან მარტივი. და ეს საფრთხე არის სამწუხაროდ ძალიან რეალური. ივანიშვილი არის საშიში ამ ქვეყნისთვის ! მაფიოზი ივანიშვილი არის გასაშვები ხელისუფლებიდან”, – წერს ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურა TBC ბანკის დოკუმენტებს სწავლობს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით კი ბანკმა განცხადება გაავრცელა.

