ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემი ოთხფეხა მეგობრებისთვის” – ცხოველთა უფლებების დასაცავად პარლამენტთან აქცია გაიმართება

სოციალურ ქსელში დაიგეგმა აქცია პარლამენტთან სახელწოდებით “ჩემი ოთხფეხა მეგობრისთვის”. აქცია 10 იანვარს 16:00 საათზე დაიწყება. აქციის გამართვის მიზეზი ბელიაშვილზე ძაღლის წამებით მოკვლა გახდა.

“8 იანვარს ბელიაშვილის ქუჩაზე მოქალაქემ ტომარაში გახვეული ძაღლი იპოვა. ძაღლს თავის არეში, სავარაუდოდ, ნაჯახით ჰქონდა მიყენებული დაზიანებები.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, სამედიცინო ჩარევის მიუხედავად, ძაღლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბელიაშვილზე ნაპოვნი ძაღლი ვერ გადაარჩინეს – სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

„ამჟამად მიმდინარეობს ცხოველის სხეულის ექსპერტიზაზე გადატანის პროცედურები. უმნიშვნელოვანესია ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდება, რომ ცხოველს ბასრი საგნით აქვს მიყენებული ჭრილობები, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – აცხადებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 259-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ჩვენ ცხოველთა მოყვარულები,ცხოველთა დამცველები და უბრალოდ ადამიანები,რომლებიც ვერასდროს ვერ შევეგუებით და ვერ გავიგებთ ამ უსაართლობას და ამ ძალადობას
ვვერთიანდებით ერთად ჩვენი ოთხფეხა მეგობრისთვის.
ჩვენ არ გავჩერდებით და ყოველთვის დავიცავთ დაუცველებს,რადგან ეს ძაღლი თითოეული ჩვენგანისაა,რადგან მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა,მათ არ შეუძლიათ ხმის ამოღება.
არ შევეგუებით ასეთ სისასტიკეს ჩვენი ოთფეხა მეგობრების მიმართ.
ბელიაშვილის ცუგო მოკლა განუკითხაობამ,დაუსჯელობამ უკანონობამ,უპასუხისმგებლობამ და არშემდგარმა სახელმწიფომ.
ჩვენ გამოვალთ აქციებით მანამ სანამ არ ვისწავლით ჰუმანურობას.მანამ სანამ არ გამოსწორდება ერი,მანამ სანამ არ ამოქმედდება მკაცრი კანონები.
მოვითხოვთ სასტიკად დაისაჯოს დამნაშავე.
მოვითხოვთ გამკაცრდეს კანონი.
მოვითხოვთ ოთხფეხა მეგობრებისათვის შეიქმნას უსაფრთხო გარემო.
მოვითხოვთ სახელმწიფო დაეხმაროს ყველა იმ ადამიანს რომელიც იკედლებს ამა თუ იმ არსებას.
მოვითხოვთ უბნებში დაიდგას თბილი სახლები რადგან ცივი ზამთარი გადავატანინოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს.
ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლრბთ ამ უსამართლობის აღმოსაფხვრელად..
დავგმობთ ძალადობას და დავსჯით მოძალადეებს.
#გაამკაცრეკანონი #დაიცავიდაუცველი #ჩემიმეგობარი #ოთხითათი
#ნუდაჩაგრავ #შეიფარე #გაუზიარესითბო
#ოთხფეხამეგობარი”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....